суббота, 12 марта 2016 г.

მეცხრე დღე







     გავაკეთეთ გავლილი ტრენინგის მთლიანი ანალიზი, გავიხსენეთ რა იყო ჩვენიტრენინგის ძირითადი მიზანი. რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და რას აძლევს მოსწავლეს სწავლების ასეთი მეთოდი. ვისაუბრეთ დიფერენცირებულსწავლებაზე, გავიხსენეთ სხვსდასხვა თეორიები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პროექტი,  შევქმენით და მოვახდინეთ სასწავლო პროექტების პრეზენტაცია. მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ტრენინგმა ბევრი რამ მომცა სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

воскресенье, 6 марта 2016 г.

დღე მერვე








   ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ მაღალი სააზროპვნო უნარები. ვისაუბრეთ გარდნერის, ბლუმის და მარზანოს მიერ შემოთავაზებულ აზროვნების კონცეფციებზე. ვისაუბრეთ რამდენად აუცილებელია სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებთან მუშაობისას გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები განუვითარდეთ. გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება.გავწერეთ დავალებები სუსტი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისა თვის. გეგმა შევავსეთ ბოლომდე და ავტვირთეთ ღრუბლებში, მივაბით ბლოგს ბლოგების მისამართები გადავუგზავნეთ ტრენერს.

суббота, 5 марта 2016 г.

მეშვიდე დღე



            დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციის გამოყენების მნიშვნელობაზე, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი პუბლიკაციის სამიზნე ჯგუფი და რა მიზანი გვაქვს ჩვენ. რა შეიძლება შავწეროთ პუბლიკაციაში სამიძნე ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე. მივიღე დავალება სახლში ფურცელზე გავაკეთო ჩემი სავარაუდო ბუკლეტის  მონახაზი. განვიხილეთ სასწავლო პროექტები ინტელის მზა პროექტებში, ვისაუბრეთ აქტივობების გაწერის მნიშვნელობაზე. გავაკეთეთ სავარაუდო აქტივობის მონახაზი, დავიწყეთ და დავასრულეთ აქტივობების გაწერა გეგმის შაბლონში. ჩემი აზრით, დღემ მეტად ნაყოფიერად ჩაიარა.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

დღე მეექვსე






       დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების სავარაუდო ნაშრომები, კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ საპროექტო იდეებზე, მივაწოდეთ ერთმანეთს სხვსდსხვა იდეები. სასწავლო გეგმის შაბლონში შევავსეთ პროექტის მოკლე შინაარსი, შეფასების მეთოდების მოკლე შინაარსი და საბაზისო უნარ-ჩვევები. ჩვენი საქაღალდეები ავტვირთედ ღრუბლებში. ვისწავლეთ, აგრეთვე, ღრუბლებიდან  მათი კომპიუტერში ჩამოტვირთვა.

суббота, 20 февраля 2016 г.

მეხუღე დღე







               გავეცანით სლაიდშოუს შეფასების კრიტერიუმებს (ჩეკლისტებს), თანატოლთა უკუკავსირის ფორმას, თანამშრომლობით რუბრიკას(ჯგუფური მუშაობის დროს, პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტს. ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.            გავეცანით როგორ შეიძლება შიქმნას სასწავლო ნიმუშები და თავად შევქმენი, მოსწავლის პოზიციის გათვალისწინებით, პროექტის ნიმუში.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

დღე მეოთხე






      ტრენინგის მე-4 დღე მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი გამოდგა. გავეცანით პროექტის შეფასების ხუთ სტრატეგიას. რომელთა დახმარებით შესაძლებლობა გვეძლევა ობიექტუტად მოვახდინოთ მოსწავლეთა შეფასება, მივცეთ საჭირო რჩევები სწორი მიმართულები მისაცემად. ასევე შევადგინე ონლაინ ტესტი მოსწავლეთა წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, რომელიც ასევე მეტად მნიშვნელოვანია.

суббота, 13 февраля 2016 г.

დღე მესამე








               დღეს, ცამეტ თებერვალს, გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას. ზმნების გამოყენებით სასწავლო პროექტისათვის შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი  კითხვები.  გავიგეთ რას ნიშნავს "ღრუბლებში წვდომა". საერთო ჯამში დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

воскресенье, 7 февраля 2016 г.

დღე მეორე




დღეს გავეცანით "პროექტზე დაფუძნებული სწავლა". ეს მეთოდი, ჩემი აზრით, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს შეიძინონ ცოდნა და უნარ-ჩვევები დავალების სიღრმისეულად შესასწავლად. მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და მაქსიმალურ შედეგს აჩვენებს. რაც მეტად მნიშვნელოვანია. განვიხილეთ საპროექტო შედეგები ჯგუფში, მივიღეთ შენიშვნები და რჩევები პროექტის უკეთესად განსახორციელებლად. გადმოვიღეთ პროექტის შაბლონი და დაავიწყეთ მისი შევსება. გავეცანით სწავლებას "შებრუნებული საკლასო ოთახი" რომელმაც ძალისნ დამაინტერესა,განვიხილეთ საიტი ncp.ge  , რომლის საშუალებითაც მოვახდინე ჩემთვის შესაფერისი ინდიკატორებისა და სტანდარტების  გადმოტანა გეგმაში. ვფიქრობ,დღე საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

суббота, 6 февраля 2016 г.

პირველი დღე

  გუშინ, 6 თებერვალს, რტრენინგის პირველი დღე იყო. ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა, გავაცნო საინტერესო მასალები. კერძოდ, რას ნიშნავს პროექტით სწავლება, რა დადებითი შედეგები მოაქვს ასეთ სწავლებას მოსწავლეებისათვის. გავიგეთ რა არის შაბლონი,  შევქმენით საქაღალდე ჩვენი პორტფოლიოსთვის, გაგვაცნო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ვნახეთ ეკვე მზა პროექტები: „კონკია „ და „რომეო და ჯულიეტა“. ამ პროექტებმა სულ სხვა კუთხით დამანახა ეს ორი ნაწარმოები.  საერთო ჯამში , უნდა აღვნიშნო, რომ ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.