გუშინ,
6 თებერვალს,
რტრენინგის
პირველი
დღე
იყო.
ტრენერმა,
ხათუნა
ციხელაშვილმა,
გაგვაცნო საინტერესო მასალები. კერძოდ, რას ნიშნავს პროექტით სწავლება, რა დადებითი შედეგები მოაქვს ასეთ სწავლებას მოსწავლეებისათვის. გავიგეთ რა
არის შაბლონი, შევქმენით საქაღალდე ჩვენი პორტფოლიოსთვის,
გაგვაცნო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ვნახეთ ეკვე მზა
პროექტები: „კონკია „ და „რომეო და ჯულიეტა“. ამ პროექტებმა სულ სხვა კუთხით დამანახა
ეს ორი ნაწარმოები. საერთო ჯამში , უნდა აღვნიშნო,
რომ ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий