суббота, 12 марта 2016 г.

მეცხრე დღე







     გავაკეთეთ გავლილი ტრენინგის მთლიანი ანალიზი, გავიხსენეთ რა იყო ჩვენიტრენინგის ძირითადი მიზანი. რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და რას აძლევს მოსწავლეს სწავლების ასეთი მეთოდი. ვისაუბრეთ დიფერენცირებულსწავლებაზე, გავიხსენეთ სხვსდასხვა თეორიები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პროექტი,  შევქმენით და მოვახდინეთ სასწავლო პროექტების პრეზენტაცია. მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ტრენინგმა ბევრი რამ მომცა სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

воскресенье, 6 марта 2016 г.

დღე მერვე








   ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ მაღალი სააზროპვნო უნარები. ვისაუბრეთ გარდნერის, ბლუმის და მარზანოს მიერ შემოთავაზებულ აზროვნების კონცეფციებზე. ვისაუბრეთ რამდენად აუცილებელია სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებთან მუშაობისას გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები განუვითარდეთ. გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება.გავწერეთ დავალებები სუსტი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისა თვის. გეგმა შევავსეთ ბოლომდე და ავტვირთეთ ღრუბლებში, მივაბით ბლოგს ბლოგების მისამართები გადავუგზავნეთ ტრენერს.

суббота, 5 марта 2016 г.

მეშვიდე დღე



            დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციის გამოყენების მნიშვნელობაზე, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი პუბლიკაციის სამიზნე ჯგუფი და რა მიზანი გვაქვს ჩვენ. რა შეიძლება შავწეროთ პუბლიკაციაში სამიძნე ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე. მივიღე დავალება სახლში ფურცელზე გავაკეთო ჩემი სავარაუდო ბუკლეტის  მონახაზი. განვიხილეთ სასწავლო პროექტები ინტელის მზა პროექტებში, ვისაუბრეთ აქტივობების გაწერის მნიშვნელობაზე. გავაკეთეთ სავარაუდო აქტივობის მონახაზი, დავიწყეთ და დავასრულეთ აქტივობების გაწერა გეგმის შაბლონში. ჩემი აზრით, დღემ მეტად ნაყოფიერად ჩაიარა.